LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დაზარალებულ ოჯახს ქირით გავიყვანთ: ბათუმის მერია

102
1

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა დანგრეული კორპუსის გვერდით მდებარე სადარბაზოებიდანაც.

სადარბაზოებიდან მოქალაქეები სპეციალური ტექნიკის დახმარებით გამოიყვანეს.

როგორც “ფორტუნას” ბათუმის მერიაში განუცხადეს, ყველა ოჯახს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაზარალდა და საცხოვრებელი აღარ აქვს – ქირით გაიყვანენ:

“აბსოლუტურად ყველა დაზარალებული ოჯახი ქირით იქნება გადაყვანილი.” – გვითხრეს მერიაში.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მიემგზავრება შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაური შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

 

ფოტო: აჭარის ტელევიზია
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g