ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი მის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კი, ამ ეტაპზე არ საუბრობენ ესაჭიროება თუ არა მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისად, მოხდება თუ არა მისი ჰოსპიტალიზაცია.
„შიმშილობა კატეგორიულად აკრძალულია ასეთი ავადმყოფებისთვის, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოს დაზიანება. პროგნოზი ყველა ვარიანტში არის ერთი – ლეტალური გამოსავალი ანუ სიკვდილი. შესვლას და პირველ რიგში შეხვედრას ვაპირებ ციხის დირექტორთან ან ციხის მთავარ ექიმთან იმისთვის, რომ გავიაროთ ყველა ვარიანტი, რა დროს რა უნდა გაკეთდეს.
შეიძლება მოხდეს ის, რომ მივიღოთ ჰიპოგლიცემია, შაქრის მკვეთრი ვარდნა და თუ არ იქნება რეანიმაციული მოქმედებები, შეიძლება მივიღოთ კომა. ყოველ წუთს შეიძლება დასჭირდეს გადაყვანა, იმიტომ, რომ თვითონ ციხის სამედიცინო პუნქტი არ არის აღჭურვილი, რათა ჩატარდეს სერიოზული რეანიმაციული მკურნალობები“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ „მთავარ არხთან“.
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შვილები შევიდნენ