LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას ავიაფრენების რეკლამირების აკრძალვა სურს

30
Depositphotos-41367457-m-2015

20-მდე ევროპულმა ეკო-ორგანიზაციამ და მოძრაობამ ახალი სამოქალაქო ინიციატივისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. იდეის ავტორებს სურთ, რომ აკრძალონ ყველა იმ კომპანიის რეკლამა, რომლის სერვისიც ნავთობის თუ სხვა ამოწურვადი რესურსის გამოყენებას უკავშირდება.

პირველ რიგში საუბარი სატრანსპორტო კომპანიებზეა. მაგალითად, ავია გადამზიდებსა და ავტომობილთა მწარმოებლებზე. ინიციატივის ავტორებს სურთ, რომ ასეთ კომპანიებს სპორტული ღონისძიებების სპონსორობაც აუკრძალონ.
რეკლამის აკრძალვა კი „ბინძურ“ საწვავზე უარის თქმის სტიმული უნდა გახდეს.

მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა ამსტერდამში. საფრანგეთისა და შვედეთის რამდენიმე ქალაქში რეკლამის შეზღუდვაზე სერიოზულად მსჯელობენ. ხოლო, ახალი ინიციატივა „ბინძური“ რეკლამის მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალვას გულისხმობს.

ევროპელებს ექნებათ მთელი წელი იმისთვის, რომ წამოწყებას მხარი დაუჭირონ. იდეის რეალიზებისთვის საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრი 7 ქვეყნის წარმომადგენელმა მილიონამდე ადამიანმა დაუჭიროს მხარი. შემდეგ ევროკომისია ვალდებული იქნება, რომ ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში განიხილოს.

კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ 8,7 მილიონი სიკვდილი გამოიწვია. ეს კი სიგარეტისგან გამოწვეულ ზიანზე ბევრად მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები