LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი იონათამაშვილი აქციაზე: 21-ე საუკუნეში კერპთაყვანისმცემლობის ყურება ძალიან უხერხულია

184
რატი იონათამიშვილი

“ერთადერთი, რაზეც გავლენას მოახდენს ეს აქცია, არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა,” – აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამავდროულად, ძალადობისა და წამების პროპაგანდაა.

მისივე თქმით, „21-ე საუკუნეში კერპთაყვანისმცემლობის ყურება ძალიან უხერხულია“.

“21-ე საუკუნეში კერპთაყვანისმცემლობის ყურება ძალიან უხერხულია… ერთადერთი, რაზეც გავლენას მოახდენს ეს აქცია, არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგმა კიდევ უფრო დაიწია”, – განაცხადა იონათამაშვილმა.

14 ოქტომბრის აქციის შეფასებისას იონათამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აქციამ მხოლოდ იმ მოქალაქეებზე შეიძლება მოახდინოს გავლენა, ვინც არჩევნებზე არ მიდიოდა:

“მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამავდროულად ძალადობისა და წამების პროპაგანდაა. ამ აქციამ ერთადერთი, შეიძლება იმ მოქალაქეებზე მოახდინოს გავლენა, ვინც არჩევნებზე არ მოდიოდა, უფრო მეტად მოვიდეს და ამ უსამართლობას საბოლოოდ ძალიან მწარე პასუხი გასცეს”, – თქვა იონათამიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g