გასულ კვირას სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა, 36 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო და 27 წლის ჯორჯიანა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან.
აღნიშნული სიახლის გაჟღერების შემდეგ, ყველას ეგონა, რომ წყვილი სუროგატი დედის მომსახურებას იყენებდა, თუმცა არა, 27 წლის ლამაზმანი ორსულადაა.
სულ ცოტა ხნის წინ, მან „ინსტაგარმზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც ექოსკოპიაზეა, მას თან ოთხივე შვილი ახლავს. ცნობისთვის კრიშტიანოსა და ჯორჯიანას ერთი საერთო ბიოლოგიური შვილი, სამი წლის ალანა ჰყავთ, დანარჩენი სამი შვილი, კრიშტიანოს სუროგატი დედისგან ჰყავს.