36 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო და 27 წლის ჯორჯიანა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან. ამის შესახებ რონალდომ ინფორმაცია „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. ფოტოზე წყვილი საწოლში წევს, ხელში კი ექოსკოპიის ფოტო უჭირავს.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ტყუპებს ველოდებით, ჩვენი გულები სიყვარულითაა აღსავსე“, – წერს ფეხბურთელი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გახდებიან ისინი 6 შვილის მშობლები.
ცნობისთვის, ჯორჯიანა და კრიშტიანო 3 წლის გოგონა ზრდიან, ფეხბურთელს, სუროგატი დედისგან კი 11 წლის ვაჟი და 4 წლის ტყუპები ჰყავს. წყვილი ერთად 4 წელია ცხოვრობს.
ფოტო: დღე-ღამეში 10 000 ფუნტი – კრიშტიანო რონალდო ოჯახთან ერთად ზღაპრულ კუნძულზე ისვენებს
კრიშტიანო რონალდო საცოლისთვის ყველა კოვიდ-რეგულაციას არღვევს