LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხარიათ რუსებს და გვწყინს ქართველებს. ახლა ნებისმიერი ადამიანის დუმილი დანაშაულია: ჟორჟოლიანი სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე

109
1

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა ნებისმიერ ადამიანის დუმილი დანაშაულია:

“დღეს თითოეული ჩვენგანი ვითხოვთ, შეუნარჩუნონ სიცოცხლე მიხეილ სააკაშვილს და ამისთვის აუცილებელია მისი საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანა.

დღეს თითოეულ აქ გამომსვლელს აერთიანებს ერთადერთი სურვილი – არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იმ ეპოქაში ცხოვრება, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, რომ მიშას თვითმკვლელობის უფლება აქვს.

ახლა ნებისმიერი ადამიანის დუმილი არის სასჯელი, არის დანაშაული და ყველაზე მთავარი საკითხი დგას ასე – შეხედეთ რუსულ არხებს, როგორ ხარობენ, როგორ ზეიმობენ და ზუსტად ისე გვესაუბრებიან, როგორც ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები, როგორ უხარიათ და პირდაპირ ამბობენ, არც მალავენ, რომ მიშა ახლა პუტინის პატიმარია.

საკითხი დგას ასე – უხარიათ რუსებს და გვწყინს ქართველებს.” – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან დღეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მორიგი აქცია იმართება.

აქციის მთავარი სლოგანია – “თავისუფლება მიშას”.

magti 5g