LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ შვილებზე მეურვეობას არ მოიპოვებს, ის პაემანზე არავისთან წავა“ – ბრედ პიტი პირად ცხოვრებაზე უარს ამბობს

790
page

როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის სასამართლო პროცესი წლების მანძილზე გაიწელა. 6 შვილის მამა შვილებზე მუერვეობის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით საქმეს ანჯელინა იგებს.

ბრედ პიტს შვილებზე მეურვეობის მოსაპოვებლად შეტანილი აპელაცია არ დაუკმაყოფილეს

„რატომ გამოჰყავს ბავშვები გამუდმებით სახალხოდ?!“ – ბრედ პიტის აზრით, ანჯელინა ჯოლი ბავშვებს იყენებს

მანამ, სანამ ანჯელინა ჯოლი „მარადიულების“ პრემიერითაა გართული და თან, როგორც ამას დასავლური მედია წერს, ორ მამაკაცთან ერთად პაემნებზე სიარულით ერთობა, მისმა ყოფილმა ქმარმა პირად ცხოვრებაზე უარი თქვა.

ინსაიდერის განცხადებით, სასამართლო პროცესმა ბრედზე ძალიან იმოქმედა, სწორედ ეს არის მისი პრიორიტეტული საკითხი და სანამ ამ ყველაფერს არ მოაგვარებს პირად ცხოვრებაზე ფიქრს არ აპირებს და შესაბამისად არც პაემნებზე ივლის.

„სანამ შვილებზე მეურვეობას არ მოიპოვებს, ის პაემანზე არავისთან წავა“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის, გასულ წელს აქტიურად იწერებოდა პიტისა და მოდელ, ნიკოლა პოტურალსკის შესახებ. აღნიშნული რომანი ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ისინი ერთად აღარ არიან.

ნიკოლი წავიდა ბრედი თავისუფალია – სამთვიანი ცეცხლოვანი რომანის შემდეგ ბრედ პიტი და ნიკოლ პოტურალსკი ერთმანეთს დაშორდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები