დისტანციური ურთიერთობა – შეყვარებული ადამიანის ყველაზე საშინელი კოშმარია. „დისტანცია“ შეიძლება იყოს სხვა ქალაქი, სხვა ქვეყანა და სხვა კონტინენტიც კი. კითხვა, რომელიც ყველა Long-distance relationship-ში მყოფ წყვილს აწუხებს, არის: როგორ გაუძლო დაშორების სევდას, თუკი იცი რომ შემდეგი შეხვედრა კვირების ან საერთოდ თვეების შემდეგ შედგება?
ჩამოაყალიბეთ საზღვრები
იმის გადაწყვეტა, თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა განშორების შემდეგ, თავიდანვე აუცილებელია. დისტანციური ურთიერთობა თქვენგან ძალიან დიდ მორალურ რესურსს მოითხოვს, ამიტომ საკუთარი ნერვების გაფრთხილება უმჯობესია წინასწარვე დაიწყოთ. შესაძლოა ასეთი ურთიერთობა თქვენთვის პირიქით მისაღებიც კი იყოს. ამიტომ უბრალოდ ჩამოყალიბდით თუ რა გსურთ ამ ურთიერთობისგან, პრიორიტეტები განსაზღვრეთ.
„დამირეკე… დამირეკე“
ონლაინ კომუნიკაცია თქვენი მაშველი რგოლია. პარტნიორთან საუბრის შესაძლებლობა, გეგმების განხილვა თუ უბრალოდ ცხოვრების გაზიარება – ნებისმიერი ურთიერთობის აუცილებელი წესია. როცა საუბარი Long-Distance-ზეა, Skype-ით და WhatsApp-ით კომუნიკაცია ცოცხალი ურთიერთობების კომპენსაციაა. საკუთარი შიშების, პრობლემების თუ შფოთვის გაზიარების უნარი დისტანციური ურთიერთობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.
ნდობა
მუდმივი ეჭვები და იმაზე ფიქრი თუ სად ან ვისთანაა ახლა თქვენი პარტნიორი – საუკეთესო პერსპექტივას ნამდვილად არ წარმოადგენს. ეჭვიანობის გრძნობა, მოტყუებულად დარჩენის შიში, თქვენი მეორე ნახევრის ცხოვრების კონტროლის სურვილი – სერიოზული მიზეზია იმის, რომ ყველა ეს მომენტი სპეციალისტთან გაიაროთ.
ისწავლეთ თქვენი თავისთვის ცხოვრება
ფრაზა „მე მხოლოდ შენთვის ვცხოვრობ“, მხოლოდ ერთი შეხედვითაა რომანტიკული. არადა სინამდვილეში ეს არაჯანსაღი ურთიერთობის მანიშნებელია. პაემნებსა და შეხვედრებს შორის ცხოვრება გრძელდება.
დისტანცია შესაძლოა გახდეს იდეალური მიზეზი იმისთვის, რომ რაღაც ახლით დაკავდეთ. ისწავლეთ საკუთარი ცხოვრებით ტკბობა და შეხვედრიდან შეხვედრამდე დრო ტანჯვაში არ გაატაროთ.
არ დაგავიწყდეთ სექსი
დისტანციური ურთიერთობის დროს ინტიმური სიახლოვის უქონლობა – შეყვარებულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდაა. სანამ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გრძნობები ტაქტილური კონტაქტით გამოხატოთ, სექსზე წერა და საუბარი უნდა ისწავლოთ. განიხილეთ პარტნიორთან სექსუალური ფანტაზიები და სხვადასხვა პრაქტიკები, რომლის გამოცდაც მომდევნო შეხვედრის დროს გენდომებოდათ.
მათ, ვისაც Long Distance ურთიერთობა არასდროს ქონია, მსგავსი საუბრები შესაძლოა ვულგარული და მიუღებელი მოეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში განშორების დროს ეს ემოციური და ინტიმური ცხოვრების შესანარჩუნებლად არაჩვეულებრივი საშუალებაა.