LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სამედიცინო სერვისი უზრუნველყოფილი ვერ იქნება, შეიძლება პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანის საფუძველი დადგეს: სარჯველაძე

64
მიხეილ სარჯველაძე

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობს, აცხადებს, რომ თუ მოთხოვნებზე რეაგირება არ იქნება, პროტესტის გამწვავებაზე იფიქრებს.

ამ განცხადების საპასუხოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არასწორი იქნება, კლინიკაში გადაყვანის საკითხი თავად პატიმრის ნება-სურვილზე ან პოლიტიკურ ფაქტორებზე გახდეს დამოკიდებული:

“ელენე ხოშტარიას შიმშილობა არ მიხარია, მითუმეტეს საუბარია კოლეგაზე, რომელიც პარლამენტში შიმშილობს. ამ შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტშია შიმშილობა თუ მის გარეთ.

როცა საუბარია პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე, პირველი არჩევანია უშუალოდ პენიტენციურ სამსახურში არსებული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერ იქნება უზრუნველყოფილი საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო სერვისი, შეიძლება პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანის საფუძველი დადგეს.

არასწორი იქნება ეს თავად პატიმრის ნება-სურვილზე ან პოლიტიკურ ფაქტორებზე გავხადოთ დამოკიდებული.” – განაცხადა სარჯველაძემ.