LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი დაბრუნება – ფილმში „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ სამივე მსახიობი ითამაშებს

1022
Untitleddddd

The Sun-ის ცნობით, 32 წლის დენიელ რედკლიფი, 33 წლის რუპერტ გრინტი და 33 წლის ემა უოთსონი კვლავ გაერთიანდებიან. გამოცემის ინფორმაციით, ჰარი პოტერის როლის შემსრულებელს კოლოსალური თანხა შესთავაზეს, რათა მიმდინარე თვის ბოლოს სამუშაოს შეუდგეს.

საუბარია ფილმზე „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“. ამერიკელი რეჟისორისა და პროდიუსერის, კრის კოლუმბუსის აზრით, მსახიობებს ახლა სწორედ რომ შესანიშნავი ასაკი აქვთ, რათა აღნიშნული როლები მოირგონ. მას სურს, რომ ფილმი კინოეკრანებს ძველი შემადგენლობით დაუბრუნდეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„დიდი სიამოვნებით გადავიღებდი დაწყევლილ ბავშვს. შესანიშნავი პიესაა და როლების მოსარგებად ბავშვებიც შესაბამის ასაკში არიან. ეს ჩემი პატარა ნატვრაა“, – ამბობს კრის კოლუმბუსი.

ცნობისთვის, „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ ჯეკ თორნომის, 2016 წელს დაწერილი პიესაა, რომელიც 2 ნაწილისგან შედგება. ის ჯოან როულინგის ორიგინალი ნაწარმოების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, მოვლენები ბოლო ნაწილში მომხდარი ამბებიდან, 19 წლის შემდეგ  ვითარდება.

HBO-მ „ჰარი პოტერის“ სერიალზე მუშაობა დაიწყო

საოცარი შესაძლებლობა ,,ჰარი პოტერის” ფანებს – ჰოგვორტსში ცხოვრება უკვე შესაძლებელია