LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის შიმშილობა გამოყენებულია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის…ყველა შესაძლო სამედიცინო მომსახურეობის გაწევა შეუძლია მე-18 სამედიცინო დაწესებულებას: გურამ მაჭარაშვილი

75
გურამ მაჭარაშვილი

„სააკაშვილის შიმშილობა გამოყენებულია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ მიერ დაორგანიზებული აქციების რესურსი ნელ-ნელა იწურება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავიანთი რადიკალური პროცესებით,საკუთარი ამომრჩევლების ლეგიტიმაციაც არ აქვს.

რაც შეეხება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხს, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „თუ რომელიმე ექიმი ან ექიმთა ჯგუფი პროფესიულ დასკვნას დადებს, რომ პატიმარ სააკაშვილს ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა, რაც არ არის მე-18 დაწესებულებაში, მაშინ შეიძლება დადგეს საკითხი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით“. მისივე განმარტებით, ნელ-ნელა საზოგადოება დარწმუნდება იმაში, რომ შიმშილობის სპეკულაციაც და ყველა ეს რადიკალური პროცესი მხოლოდ ერთი რამისკენ „არეულობამდე მისვლისკენ არის მიმართული“.

მაჭარაშვილი უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას ციხეში არ შეშვების ფაქტსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ „სწორედ ლუდმილა დენისოვა იმყოფებოდა 14 სექტემბერს საქართველოში და თქვა, რომ „ძალიან კარგი მდგომარეობაა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში“, მაჭარაშვილი განმარტავს, რომ ლუდმილა დენისოვამ მზაობა გამოთქვა, რომ „შევიდოდა უკრაინის იუსტიციის მინისტრთან შუამდგომლობით, რათა იგივე რეფორმები გახორციელებული უკრაინაში, როგორციც საქართველოშია“.

რატი ბრეგაძე – საქართველოს კანონმდებლობით ჩვენ არ გვაქვს პატიმართან უკრაინის სახალხო დამცველის შესვლის ვალდებულება

უკრაინის სახალხო დამცველის ციხეში არ შეშვება ღია დადასტურებაა, რომ ქართული ოცნება მიდის დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ: ხათუნა სამნიძე

მოულოდნელი და მიუღებელია, რომ უკრაინის სახალხო დამცველს საკუთარი მოქალაქის ციხეში მონახულებაზე უარი უთხრეს: ლომჯარია

კობახიძე – ომბუდსმენს უკრაინულ ციხეებში ათი ათასობით პატიმარი ჰყავს და სჯობს, მათ დაუთმოს ყურადღება – როცა სააკაშვილმა უკრაინის სამართალდამცავებს თმებით ათრევინა თავი, მისი აღშფოთება გახსოვთ?

ქადაგიშვილი – საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს

„ყოველთვის ვამბობდით, რომ სამწუხაროდ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა გეგმა, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის და არა არჩევნების დღისთვის, რაც დადასტურდა. სააკაშვილის შიმშილობა გამოყენებულია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ მიერ დაორგანიზებული აქციების რესურსი ნელ-ნელა იწურება. ამის დასტურია ის, რომ შეიკრიბება რამდენიმე ადამიანი და გზებს კეტავენ, რათა დისკომფორტი შეუქმნან საზოგადოებას, ერთ-ერთი ასეთი ფორმაა შიმშილობა. ხედავენ,რომ თავიანთი მხარდამჭერების ლეგიტიმაციაც კი არ აქვთ ამ რადიკალურ პროცესებით.

თუ ვთქვათ, 500 ათასამდე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი მათ არჩევნებზე, ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის მომხრე რომ საქართველოში არჩევნების გარდა, სხვა ფორმით შეიცვალოს ხელისუფლება და იყოს ასეთი რადიკალური პროცესები.

თუ შეკრება უნდათ შეიკრიბონ, მაგრამ მეორეს მხრივ უზრუნველყოფილია, რომ სამართალდამცავები კანონს დაიცავენ თუ ვინმე კანონს დაარღვევს.

რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობას, აქაც დროის რესურსი იწურება ჩემი აზრით. დღეს იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვნახეთ, რომ ყველა შესაძლო სამედიცინო მომსახურეობის გაწევა შეუძლია მე-18 სამედიცინო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში მოთხოვნა, რომ გადამიყვანეთ სამკურნალო დაწესებულებაში, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

თუ რომელიმე ექიმი ან ექიმთა ჯგუფი პროფესიულ დასკვნას დადებს, რომ პატიმარ სააკაშვილს ესაჭიროება ესა და ეს სამედიცინო მომსახურეობა, რაც არ არის მე-18 დაწესებულებაში, თუ ეს იქნება ექიმების მიერ დადასტურებული, ამ შემთხვევაში შეიძლება დადგეს საკითხი, ხომ არ იქნეს გადაყვანილი პატიმარი სხვა საავადმყოფოში.

ვფიქრობ,რომ ეს მილევადი პროცესია. ნელ-ნელა საზოგადოება დარწმუნდება იმაში, რომ შიმშილობის სპეკულაციაც და ყველა ეს რადიკალური პროცესი მხოლოდ ერთი რამისკენ „არეულობამდე მისვლისკენ არის მიმართული“. მათ არ მიეცემათ ამის საშუალება, რადგან არსებობს სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მათი მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობის ჩათვლით არ აძლევს ლეგიტიმაციას ამ პოლიტიკურ ძალას, რომ სხვა გზებით, გარდა არჩევნებისა ხელისუფლება შეიცვალოს.

რაც შეეხება უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არ შეშვების ფაქტს, უნდა ვთქვათ, რომ ეს ის სახალხო დამცველია, რომელიც 14 სექტემბერს ბრძანდებოდა საქართველოში, მოინახულა პენიტენციური დაწესებულებები და საჯაროდ განაცხადა, რომ ძალიან კარგი მდგომარეობა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში და თქვა: „მე შევალ უკრაინის იუსტიციის მინისტრთან შუამდგომლობით, რომ უკრაინაში განხორციელდეს ასეთი ტიპის რეფორმები, როგორიც საქართველოშია“.

რაც შეეხება სააკაშვილის მონახულებას, როდესაც საკუთარ სახელმწიფოში გაქვს ამ სისტემაში პრობლემები, შენ არ უნდა იკადრო, როგორც მინიმუმ ის, რომ გააკეთო განცხადებები და პატიმრის მდგომარეობა შეაფასო პოლიტიკურად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g