LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწვანე პასპორტის“ წარდგენა სავაჭრო ცენტრებში არსებულ კვების ობიექტებშიც სავალდებულო იქნება

252
164818415-1374029666288401-2545768104034375209-n

1-ლი დეკემბრიდან მომხმარებლები სავაჭრო ცენტრებში შესვლას „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეძლებენ, თუმცა, მოლში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია. ამ ინფორმაციას და ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, 1-ელი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები/ კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) /კინოთეატრები/თეატრები/საკონცერტო დარბაზები/ოპერა/ გასართობი ობიექტები/სამორინეები და სათამაშიო დარბაზები/სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები /სამთო კურორტების საბაგიროები. ასევე, მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.

როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია და ვის შეუძლია საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა: საჭირო პასუხები კითხვებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g