LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური საქალაქოსთან – სამართალდამცველებმა ოპერატორები, რომლებიც ბეტონის ღობეზე ავიდნენ, ჩამოიყვანეს

75
BeFunky-collage (7)

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

კერძოდ კი სამართალდამცველებმა რამდენიმე ოპერატორი, რომელიც სასამართლოს ეზოსთან არსებულ ბეტონის ღობეზე ავიდა, ჩამოიყვანეს, შესაბამისად, მათ აღნიშნული ადგილიდან გადაღების საშუალება არ მიეცათ.

ამ ფაქტს ადგილზე შეკრებილი საზოგადოების მხრიდან  უკმაყოფილება მოჰყვა, ისინი პოლიციელებს მიმართავდნენ სიტყვებით – “მილიცია, ფაშისტებო”.

სასამართლოს ეზოსთან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებიან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებიც.

პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, უკვე გადაიყვანეს თუ არა სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში.

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

მედიის წარმომადგენლებს და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს საქალაქო სასამართლოს ეზოში არ უშვებენ

მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მხოლოდ „საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეუშვებენ, ნიკა გვარამია პირდაპირ ტრანსლირებას ითხოვს

გვარამია: კარგია, რომ ივანიშვილი ამას უყურებს – ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები