LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ ჩემი ყველაზე ძვირფასი მეგობარი ნატო მეტონიძე არის ღვთის საჩუქარი ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის!“

647
nikolozrachveli

ნიკოლოზ რაჭველი წერს იმ სიახლის შესახებ, რომელიც მალე ახალი თეატრის მაყურებელს ელოდება. დათო დოიაშვილი „მუსიკის ჰანგების“ აღდგენას აპირებს, სადაც მთავარ როლს ნატო მეტონიძე შეასრულებს.

გთავაზობთ მაესტროს სტატუსს:

„ახალი თეატრი (დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობით) საახალწლოდ გეგმავს “მუსიკის ჰანგების” აღდგენას, რომელშიც მსახიობებს თანხლებას კვლავ მე და ეროვნული ორკესტრის მუსიკოსები გავუწევთ. ხვალ პირველი რეპეტიცია გვაქვს და ვემზადები.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სიყვარული და აღტაცება რიჩარდ როჯერსის ბრწყინვალე მელოდიებისა და ამ საოცარი მიუზიკლის მიმართ. სპექტაკლი მართლაც უკვდავ ისტორიას მოგვითხრობს ძალიან მაგარი, დახვეწილი, უმაღლესი გემოვნების მუსიკით, რაც ამ ჟანრში საკმაოდ იშვიათია. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ამ მიუზიკლის მიხედვით გადაღებული ფილმი და ბედნიერი ვარ, რომ კვლავ გავახარებთ ერთგულ მაყურებელს, განსაკუთრებით ბავშვებს, ვინც “მუსიკის ჰანგებით” ეზიარება მუსიკისა და თეატრის ჯადოსნურ სამყაროს!

და კიდევ მინდა ვთქვა, რომ მაშინ, როდესაც ეს სპექტაკლი დავდგით, კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ ჩემი ყველაზე ძვირფასი მეგობარი ნატო მეტონიძე არის ღვთის საჩუქარი ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის!

მალე გამოცხადდება თარიღები და დაიდება ბილეთები, მანამდე კი გელოდებით 27 დეკემბერს ოპერის თეატრში ეროვნული ორკესტრის კონცერტზე და 29 დეკემბერს ფილარმონიაში მსოფლიო კინომუსიკის შედევრების საღამოზე, რაც ჩემი და ჩვენი გუნდის ყოველწლიური საჩუქარია მსმენელებისთვის, ამჯერად კი განსაკუთრებული კონცერტი გამოვა, რადგან სცენაზე სპეციალური სტუმრების სტატუსით გვეყოლებიან დედამიწის წამყვანი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და ყველაზე დიდი ლეგენდა ქართული (და არამარტო) სიმღერის ისტორიაში ნანი ბრეგვაძე, რომლის გამოსვლით ჩვენი ორკესტრი აღნიშნავს მისი დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღს!

ასე რომ პანდემიური განშორებისა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გელით ოპერაში, ფილარმონიაში და მუსიკალურ თეატრში, რომელსაც აწ უკვე “ახალი თეატრი” ჰქვია და ბინადრობს ყოფილ რკინიგზელთა სახლში, სადაც სიტყვების სრული მნიშვნელობით ჩემი ცხოვრების 12 წელი გავატარე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g