LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნიკოლ კიდმანს მეუღლე თვალს ვერ წყვეტს

1812
page

აარონ სორკინის ახალი ფილმის, „მე მიყვარს ლუსი“ პრემიერა ამჯერად ავსტრალიაში გაიმართა. სამშობლოში, პრემიერისთვის ნიკოლ კიდმანი თავის სასცენო პარტნიორთან, ჰავიერ ბარდემთან და მეუღლესთან, კიტ ურბანთან ერთად ჩაფრინდა.

54 წლის ნიკოლ კიდმანი „არმანის“ წულის კაბაში წითელი ხალიჩის დედოფალია

„შანელის “თეთრი კაბა შავი ბაფთით – 54 წლის ნიკოლ კიდმანი ფილმის პრემიერაზე

წითელ ხალიჩაზე ნიკოლი ბრწყინავდა, მას „ეტროს“ ზურმუხტისფერი კაბა ამშვენებდა. აღსანიშნავია, რომ 54 წლის კიდმანმა ჩვეული თმის ფერი და ვარცხნილობა დაიბრუნა, ჟღალს თმას საოცრად უხდებოდა მბზინავი, კლასიკური სტილის მწვანე კაბა.

ფოტოგრაფებმა არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გადაიღეს, სადაც აღბეჭდილია ბედნიერი კიტ ურბანის მზერა, რომელიც უმშვენიერესი ნიკოლისკენაა მიმართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები