LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიას ახალ კოლექციაში ქართული ცეკვის ჩუსტებიც მოხვდა, რომელიც 705 დოლარი ღირს

902
balenciaga

„ბალენსიაგას“ ახალი კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ნივთი საქართველოში ტყავის დაბალძირიანი ფეხსაცმელია რეზინზე, რომელიც ქართველმა მომხმარებელმა მალევე შეადარა ქართული ცეკვის ჩუსტს. და მართლაც, მსგავსება ნამდვილად არის. სოციალური ქსელები უკვე მოიცვა ამონარიდმა ერთ-ერთი პრესტიჟული საიტიდან, სადაც „ბალენსიაგას“ ზემოხსენებული მოდელი იყიდება, 705 დოლარად.

ჟურნალისტი ბექა ყორშია აქვეყნებს ფოტოს და წერს: „გრემის“ ცერემონიალზე უკვე ვხედავ ცერებზე შემდგარ კანიე უესტს…“

„შენ კარდაშიანი უნდა ნახო, ხევსურულის კაბაში რა არის…“, პასუხობენ ჟურნალისტს.

„ყოჩაღ, დემნა, არადა, ასეთებს 15 ლარად ვიკერავდით“. (chub1na.ge).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g