LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილისთვის იდეალური იქნებოდა ვადა ჩაემთავრებინა როგორც „თოჯინას“, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა გზა აირჩია: მიხეილ მაჭავარიანი

135
მიხეილ მაჭავარიანი

ვერ ვიპოვე ვერცერთი წერტილი, რომლითაც შეიძლება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გავაკრიტიკო. მან სწორი რაღაცები თქვა, თუმცა ერთი არის, რომ გაქვს სურვილი და მეორე რა არის რეალობა, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

რაც შეეხება შერიგებასთან დაკავშირებით დიალოგის წარმოებაზე პრეზიდენტი ინიციატივას, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, თუ ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ შერიგება სწორი გზაა, ეს დიდი ხიფათი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, რომლის ხაზიც მხოლოდ პოლარიზაციაზე გადის.

“როდესაც ადამიანი პრეზიდენტია, ხვდება, რომ რაღაც მისია აქვს შესასრულებელი. ეს მისია როგორ დასრულდება არავინ იცის. შეიძლება სალომე ზურაბიშვილს უნდოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი განმაპირობებელი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი, მათ უნდათ თუ არა ეს ყველაფერი.” – აცხადებს მაჭავარიანი.

მისი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაჩვენებელი, საზოგადოების პოლარიზების მაგალითია, რაც მმართველ გუნდს აწყობს.

მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს აზრის დამკვიდრებას, რომ შერიგება უნდა მოხდეს.

“არ ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს თავიანთი გზა აქვთ, ისინი იღებენ დაკვეთებს. თუ ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს არის სწორი გზაა, ეს დიდი ხიფათი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, რომელსაც ხაზი აქვთ მხოლოდ პოლარიზაციაზე“, – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, თუ სალომე ზურაბიშვილმა მომდევნო 3 წელი შერიგებას დაუთმო, ის „აუცილებლად შევა ისტორიაში“. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საზოგადოების შერიგების პროცესს მხოლოდ დაეხმარება.

„თუ სალომე ზურაბიშვილმა აიღო ეს ხაზად და თავისი პრეზიდენტობის მომავალ 3 წელს სწორედ ამას მიუძღვნის ის შევა ისტორიაში, თუ არა, ის ისტორიაში არ შევა. მისთვის როგორც პრეზიდენტისთვის იდეალური იქნებოდა ყოფილიყო შუაში და ჩაემთავრებინა მისი ვადა როგორც „თოჯინას“, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა გზა აირჩია, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ საზოგადოებაზე.

თავად სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის შერჩევა იყო პრაგმატული სვლა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მას არ სურდა პოლიტიკოსი პრეზიდენტი. დღეს პოლიტიკოსები საქართველოს პარლამენტში არ არიან, ბიძინა ივანიშვილის სტილია, რომ პოლიტიკოსები პოლიტიკიდან განდევნოს, ამიტომ ებრძვის პოლიტიკოსს და პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა შეექმნას, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა. რა პირობებშიც ამყოფეს, ეს სუფთა წამებაა. მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გარეთ. ეს პროცესი მხოლოდ დაეხმარება საზოგადოების შერიგებას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონფრონტაცია“, – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

magti 5g