LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მზადა, შესაძლებლობის ფარგლებში, საბერძნეთს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაეხმაროს

45

საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, შესაძლებლობის ფარგლებში, საბერძნეთს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაეხმაროს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შალვა ხუციშვილის წერილში საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალურ მდივან იანის კაპაკისისადმი.

„საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ქართველი ხალხის სახელით, ნება მიბოძეთ, გამოვხატო ღრმა მწუხარება მასშტაბური ხანძრის გამო, რომლის შედეგადაც სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა და რომელმაც უდიდესი ზარალი გამოიწვია. ამ მძიმე წუთებში, ჩვენი ფიქრები არის ბერძენ ხალხთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც დაზარალდა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ სიმტკიცეს. ეჭვგარეშეა, რომ საბერძნეთი მამაცურად გადალახავს ძნელბედობის ჟამს. გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, აღმოგიჩინოთ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, – ნათქვამია წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g