როგორც ცნობილია, ავსტრალიაში რომანტიკულ ფილმს, „ბილეთი სამოთხეში“ იღებენ, სადაც მთავარ როლებს ჯორჯ კლუნი და ჯული რობერტსი ასრულებენ. ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. გადაღებებზე ისინი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებიან.
ვიდეო: ინტერვიუს დროს, ჯორჯ კლუნს კადრში ჯულია რობერტსი შეეჭრა
ამჯერად, ინტერნეტსივრცეში ჯულიას, ჯორჯის და მისი მეუღლის, ამალიას ფოტოები გავრცელდა. ისინი პრესტიჟულ სასტუმროს Calile რესტორანში შეიკრიბნენ სავახშმოდ. ჰოლივუდის ნაღები საზოგადოების მენიუც მეფური გახლდათ, ისინი თევზის სტეიკსს მიირთმევდნენ, კერძის ერთი ულუფის ღირებულება 75 დოლარს შეადგენს.