ცოლ-ქმარმა განქორწინების პროცესს 100 ათასი დოლარი დაახარჯა და ფინალში გასვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ურთიერთობისთვის მეორე შანსი მიეცა.
გამოცემა Daily Mirror-ის ინფორმაციით, კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოში მცხოვრები წყვილი უკვე მეორედ დაქორწინდა.
32 წლის ბრიტანი და ვაილანდ საბომ ერთმანეთი მოზარდობის ასაკში, ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონეთათვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო ცენტრში გაიცნეს. ამერიკელებს ერთმანეთი შეუყვარდათ და 2011 წელს დაქორწინდნენ.
მეუღლეების ურთიერთობა სწრაფად ვითარდებოდა და მათ 3 შვილიც შეეძინათ. თუმცა, როგორც ბრიტანი აღიარებს ქორწინება სწორედ შვილების გაჩენის შემდეგ აირია. მათ ისევ დაიწყეს სმა.. „ეს მხოლოდ ალკოჰოლის გამო არ მომხდარა. იყო ბევრი ცუდი საქციელი. ჩვენ ძალიან ვიყავით ერთმანეთზე დამოკიდებული და ამაში არაფერი კარგი არ არის“, – აღნიშნა ქალმა. საბოებმა განქორწინების საბუთები შეიტანეს და ქონების გაყოფის ძალიან ძვირადღირებული პროცესიც დაიწყო.
ქმართან დაშორების შემდეგ ბრიტანიმ სმას მოუმატა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრობლემებიც დაეწყო. შედეგად ქალს ბავშვებზე მეურვეობა ჩამოართვეს. ამ მომენტიდან ის გამოფხიზლდა, საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა, სმას თავი დაანება და ფსიქოლოგთან სიარულიც დაიწყო. ვაილანდი ყოფილ მეუღლეს გვერდში დაუდგა, ისინი ძალიან დიდ დროს ატარებდნენ ერთად და მალევე შერიგებაც გადაწყვიტეს.
„ჩვენ ერთმანეთს ბოდიში მოვუხადეთ, მივხვდით თუ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახი აუცილებლად უნდა გადაგვერჩინა.“