„გავლენების სფეროების ხანა დასრულდა და ჩვენ რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის მზად ვართ“, – ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და ნატო-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.
„გავლენების სფეროების ხანა დასრულდა და ჩვენ რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის მზად ვართ. ახალი წლიდან, რაც შეიძლება მალე ვაპირებ ნატო-რუსეთის საბჭოს ახალი სხდომის მოწვევას. რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და ნატო-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და ეს უნდა მოხდეს ნატო-ს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან კონსულტაციით.
ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესიის საფასური ძალიან ძვირი იქნება. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი ახლო პარტნიორის, უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ აასევე ვუჭერთ მხარს ოფიციალური კიევის პოზიციას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.