„ამ დღეებში ელოდებიან რამდენიმე ექიმს გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ისინი არიან ნევროლოგები და ფსიქონევროლოგები“,-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმაი ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომელიც გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა.
ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან უცხოეთიდან აპირებენ ექიმები ჩამოსვლას. უცხოელი ექიმების მოწვევის მიზეზად ყიფშიძე სააკაშვილის არასათანადო მკურნალობას ასახელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბრიდან იმყოფება.