ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმიანება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
ბუწაშვილი ტიკარაძის ფრაზას იხსენებს, რომლის მიხედვითაც, “პაციენტები უფრო ხშირად იღუპებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით.
როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, ჰოსპიტალური ინფექციები და კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა აუცილებელი არ უნდა იყოს:
“ტიკარაძე: “პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით”.
ზუსტი სტატისტიკა ამაზე არ არსებობს, მაგრამ ჰოსპიტალური ინფექციები და ზოგადად, კოვიდის ჰოსპიტალური მართვა რომ პრობლემაა, ამის სათქმელად თანამდებობიდან წასვლა არ უნდა იყოს აუცილებელი, ამის გარეშეც შეიძლება რეალობას თვალი გავუსწოროთ, რადგან აღიარების გარეშე სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია.
ან ვინც ოდნავ კრიტიკულ რამეს ვიტყვით ხოლმე, ხალხის მტრები არ ვართ და ამას ჯანდაცვის ბობოლების მხრიდან თავდასხმა და პასკვილები არ უნდა მოჰყვებოდეს.
თვითკრიტიკა არავის და არაფერს სწყენს, პირიქით, უაზრო კეკლუცობა და თვითკმაყოფილებაა საშიში.” – წერს ბუწაშვილი.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა.
რა ქონებას ფლობს და რა განათლება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილს