LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ვრცელდება ვირუსი, რომელიც, ძირითადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს – ჩხაიძე სიმპტომებზე

321
1

სხვადასხვა ვირუსთან ერთად, საქართველოში წელს მომატებულია რესპირატორული ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს.

ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე საუბრობს და ვირუსის სიმპტომებზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, აღნიშნულმა ვირუსულმა ინფექციამ, გარკვეულად, პიკს მიაღწია და მომდევნო კვირების განმავლობაში შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი:

“გრიპის გარდა მნიშვნელოვანია მეორე ვირუსის მატება – ეს არის რესპირატორული, სენსიტიური ვირუსი, რომელიც, ძირითადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს, კონკრეტულად კი მათს ბრონქიოლებს, მისი მიმდინარეობა ყოველთვის საშუალო და მძიმეა. ეს ვირუსი 2 წლამდე ბავშვებში იწვევს სუნთქვის უკმარისობას, შეტევითი ხასიათის ხველას, მსტვინავ სუნთქვას, ამ დროს კი ბავშვს აუცილებლად სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება, ჟანგბადის დამატებითი მიწოდება.

წელს, ამ ვირუსის გავრცელება, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტია. ანალოგიური სტატისტიკა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს. წელს საქართველოში რესპირაციული, სენსიტიური ვირუსით გამოწვეულმა ბრონქორიტმა და მწვავე რესპირატორულმა ვირუსულმა ინფექციამ, გარკვეულად, პიკს მიაღწია და მომდევნო კვირების განმავლობაში მოსალოდნელია ამ შემთხვევების მატება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ასევე, ივანე ჩხაიძე ეპიდვითარებაზე:

“იანვრის ბოლოს შესაძლოა, ყოველდღიურად 20 ათასი შემთხვევა დაფიქსირდეს” – რამდენად საშიშია საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g