LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა ქვეყნებს შესთავაზა, რომ 2030 წლიდან მხოლოდ ეკოლოგიური შენობები ააგონ

42
nikhil-prasad-olbg0ptl-z4-unsplash

ევროკომისიამ ევროპულ სახელმწიფოებს 2030 წლიდან ეკოლოგიურ მშენებლობაზე გადასვლა სთხოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სახლების აშენებისას მავნე აირების გამოყოფა მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული.

ასეთი ნაგებობები ევროპაში უკვე საკმაოდ მრავლად გვხდება. მათი მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – ბეტონზე უარის თქმაა. (ცემენტი მსოფლიოს მასშტაბით გამონაბოლქვის 7%-ზეა პასუხისმგებელი).

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური ცათამბჯენი გახსნეს. მისი აგებისას ბეტონი საერთოდ არ გამოუყენებიათ და მხოლოდ ხე და მისი შემცვლელი მასალა გამოიყენეს.

„მწვანე“ შენობის აგებისას მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი – სიმწვანეა. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ბაღებს სახლების სახურავებზე აშენებენ. მცენარეები ბუნებრივი კონდიციონერის როლს ასრულებენ და მავნე აირების შთანთქმასაც უწყობენ ხელს. ასეთი ბაღი არის მსოფლიოში ყველაზე დიდ მოტივტივე ოფისშიც, რომელიც ნიდერლანდებში ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

და ბოლოს, „მწვანე“ შენობებში ენერგიის ტრადიციულ წყაროებს სხვადასხვა ალტერნატივით, მაგალითად მზის ენერგიით ანაცვლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები