LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგულმა სტარტაპმა სამედიცინო ნიღბებისგან სასკოლო ნივთების დამზადება დაიწყო

47
pencils-gfbc7370e9-1920

ფრანგულმა სტარტაპმა Plaxtil გამოყენებული პირბადეებისგან სახაზავების და ტრანსპორტირების დამზადება დაიწყო. სასკოლო ნივთების პირველი პარტია კომპანიამ ქველმოქმედებისთვის გაგზავნა – მოსწავლეებს 6 ათასამდე ნივთი უფასოდ გადასცეს.
პირველი სერიისთვის 320 ათასი ნიღაბი გამოიყენეს და მათ შესაგროვებლად 100-ზე მეტი პუნქტია მოწყობილი.
სამედიცინო ნიღბებს ულტრაიისფერი სხივებით ანეიტრალებენ და შემდეგ ნაწილებად შლიან. მიღებული მატერიალისგან ახალ ნივთებს ამზადებენ.

უახლოს მომავალში სტარტაპი პირბადეებისგან საკიდების, საფერფლეების და სხვა ყოველდღიური მოხმარების ნივთების დამზადებასაც აპირებს. ამ ნივთებს პენსიონერებს უფასოდ დაურიგებენ.

ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის მიხევდით, პლანეტის მოსახლეობა ყოველდღიურად 4 მილიარდ ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო ნიღაბს აგდებს. მათი უტილიზაცია გარემოს დიდ ზიანს აყენებს, ამიტომ ევროპის ქვეყნები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ნიღბები მაქსიმალურად ეკოლოგიური გახადონ. მაგალითად, ნიდერლანდებში შექმნეს დამცავი ნიღაბი, საიდანაც ყვავილები იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები