ტენესის შტატის მთავარი მაგისტრალის მძღოლებმა ერთობ უჩვეულო რამ ნახეს, გზაზე უზარმაზარი ტაფა გადაადგილდებოდა.
საქმე ისაა, რომ აშშ-ში გაიხსნება მუზეუმი, სადაც გიგანტური სამზარეულო და კიდევ უფრო გიგანტური ჭურჭელი იქნება გამოფენილი.
აღნიშნული ტაფაც სწორედ ამ მუზეუმის ერთ-ერთ ექსპონატს წარმოადგენს.
უზარმაზარი ქმნილება 6 513 კილოგრამს იწონის და მისი ერთი სახელურიდან მეორემდე მანძილი 5 მეტრზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმი პირველ დამთვალიერებლებს 2022 წლის ზაფხულისთვის მიიღებს.