მსოფლიოში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, თუკი მაინც გადაწყვეტთ მოგზაურობას, Covid-19-ისგან თავის დასაცავად ყველაფერი უნდა გააკეთოთ.
მართალია ვაქცინაცია პანდემიის დასასრულის მოახლოების იმედს აჩენს, თუმცა ბუნებრივია ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება. ამიტომ თუკი სადმე წახვალთ, თავიც უნდა დაიცვათ და სხვებიც უნდა გაითვალისწინოთ.
სანამ სამოგზაუროდ წახვალთ, ამ კითხვებს უპასუხეთ:
1. გაიკეთეთ თუ არა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა?
2. რისკ ჯგუფში ხომ არ იმყოფებით?
3. რომელიმე ოჯახის წევრი ხომ არ არის რისკ ჯგუფში?
4. არსებობს თუ არა თქვენს ქვეყანაში ტურისტებისთვის რაიმე შეზღუდვები?
• ასევე, აუცილებლად შეისწავლეთ ის წესები თუ რეგულაციები რომელიც თქვენი დანიშნულების ტერიტორიაზე მოქმედებს.
• ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ შეზღუდვები კოვიდ-შემთხვევების გავრცელებასთანაა დაკავშირებული და შესაძლოა ყოველ წუთს შეიცვალოს.
როდესაც სასურველ ადგილამდე მიაღწევთ:
თქვენსა და სხვებს შორის მუდმივად დაიცავით დისტანცია.
მოერიდეთ კონტაქტს ყველასთან, ვინც ჯანმრთელად ვერ გამოიყურება.
არ შეეხოთ ისეთ ადგილებს, რომელსაც ხშირად ეხებიან, მაგალითად – ლიფტის ღილაკებს, გარეთა კარების სახელურს და ა.შ. მუდამ თან გქონდეთ სანიტაიზერი.
საჯარო ადგილებში ატარეთ ნიღაბი.
მოერიდეთ თვალების, ცხვირის და პირის შეხებას.
ხშირად დაიმუშავეთ ხელები.
მოერიდეთ საჯარო ადგილებში საჭმლის ან სასმლის მიღებას. უმჯობესია თუკი ნიღაბს საერთოდ არ მოიხსნით.