LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: 3-მილიონიან ოდესაში რკინის შანთით ამოვძირკვე კორუფცია

146
მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნას მიესალმება.

ექსპრეზიდენტი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ამ სიმახინჯეს საზოგადოება ერთად დაამარცხებს.

მისივე თქმით, 3-მილიონიან ოდესაში კორუფცია რკინის შანთით ამოძირკვა:

“მივესალმები ანტიკორუფციული მოძრაობის შექმნას.

პოლიტიკაში მე ჩემი აქტიური მუშაობა პარლამენტში, ანტიკორუფციული კომისიის შექმნით და რამდენიმე მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის პირის მხილებით დავიწყე.

შემდეგ ვიყავი თანაავტორი კანონის ქონებრივი დეკლარაციების და ასევე დაუსაბუთებელი ქონების შესახებ. ასეთივე კანონების დაწერაში ვეხმარებოდი უკრაინაში. 3-მილიონიან ოდესაში რკინის შანთით ამოვძირკვე კორუფცია.

ახლა, როცა საქართველოში ისევ დატრიალდა კორუფციის სუნი და “ხელისუფლებას” ეს აწყობს, მხოლოდ ჩვენი, მთელი საზოგადოების ერთობლივი მუშაობით შეიძლება ამასთან გამკლავება.

კორუფცია კლავს შესაძლებლობებს, ნიჭიერ ადამიანებს და ქვეყანას. ის ძალიან მახინჯი და უსამართლოა.

წარმატებას ვუსურვებ ანტიკორუფციულ მოძრაობას ქვეყნის სამსახურის საქმეში! ამ სიმახინჯეს ერთად დავამარცხებთ!” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, დღეს პარტია “ლელოს” წევრები ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე არასამთავრობოებსაც შეხვდნენ. 

“ლელოს” წევრების განცხადებით, ხშირია ე.წ. ელიტური კორუფციის ფაქტები, რაც საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებშიც ხშირად ხვდება.

კომისიის მთავარი მიზანი კი ასეთი გადაცდომების გამოვლენა იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g