კრიშტიანო რონალდოს მეუღლეს, ჯორჯიანა როდრიგესს 28 წელი შეუსრულდა, მოსიყვარულე ქმარმაც გადაწყვიტა ეს დღე მისთვის საოცრებად ექცია. წყვილი შვილებთან ერთად დუბაიში იმყოფება. ფეხბურთელმა დუბაის ცათამბჯენზე საყვარელი ქალის ფოტო გამოსახა. ვიდეო და ფოტოები კი „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.
„გილოცავ, ჩემი სიყვარულო“, – წერს კრიშტიანო.
მოგვიანებით აღფრთოვანებულმა როდრიგესმა სამადლობელი პოსტი გაავრცელა და მას ოჯახური ფოტოებიც დაურთო.
„აი ასე სრულდება დღევანდელი დღე, სიტყვებს ვერ ვარჩევ, მადლობა, მადლობა, მადლობა, შენ მე ყოველ დღე მაბედნიერებ, მადლობა დუბაის, რომ თავს ისე მაგრძნობინებს, როგორ საკუთარ სახლში, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო“, – წერს ორსული ჯორჯიანა.
„ყველაზე ბედნიერი დედა“ – კრიშტიანო და ჯორჯიანა შვილებთან ერთად ლაპლანდიას ესტუმრნენ