საქართველოში, ბავშვებში Covid-19-ის პირველი შემთხვევა 2020 წლის 10 მარტს დადასტურდა.
მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ია, – ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალ ანგარიშში, რომელიც 2020-2021 წელს ქვეყანაში პანდემიის გავრცელების სხვადასხვა ასპექტს მიმოიხილავს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2020-2021 წლებში ბავშვებსა და მოზარდებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მზარდი ტენდენცია აღინიშნებოდა.
4 წლამდე ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი 21% იყო, ხოლო ყველაზე მაღალი გავრცელება დაფიქსირდა 10-14 წლის მოზარდებში -31%.
რაც შეეხება სქესს, დადასტურებული შემთხვევების 51% მოდიოდა გოგონებზე, 49% კი ბიჭებზე.
ანგარიშის თანახმად, რეგიონების მიხედვით, ბავშვებში ვირუსის გავრცელება ყველაზე მაღალი იყო თბილისსა (36.6%) და იმერეთში (15.2%) – ხოლო ყველაზე დაბალი სამცხე-ჯავახეთში (1.6%).
NCDC-ის ანგარიში ამავე თემაზე:
საქართველოში 10 700-მდე ორსული დაინფიცირდა – როგორია კოვიდპაციენტების სტატისტიკა
საქართველოში პანდემიისას გარდაცვლილთა 96% 50 წელზე მეტი ასაკის იყო: NCDC