საქართველოში დამზადებული საიუველირო პროდუქტი იტალიაში გაიყიდება. საქმე ისაა, რომ მულტიბრენდული საიუველირო გალერეათა ქსელი Delfos ევროპაში ექსპორტს იწყებს. საუბარია, Delfos-ის წარმოებულ ჯვრებსა და სახელობით კულონებზე, რომლის დამზადებაც კომპანიამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ Delfos-ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ კირვალიძე საუბრობს და ამბობს, რომ ამ დროისთვის მოლაპარაკებები ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს, მათ შორისაა, იტალია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია პირველ ექსპორტს 2022 წლის ნოემბრიდან გეგმავს.