LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია – ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან მეტის მოლოდინი ჰქონდა – სამწუხაროდ, მიწევს აღიარება, რომ დიახაც, მის განცხადებაში ნაგულისხმები ვიქნებოდით

140
BeFunky-collage

“მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმები ვიქნებოდით – ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან მეტის მოლოდინი ჰქონდა,”-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმევი ვიქნებოდით. ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან ჰქონდა მეტის მოლოდინი და მესმის, რომ ის ფრჩხილებს არ ხსნის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საზოგადოებამ ხომ ვიცით. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, საზოგადოების მხრიდან არის დიდი სოლიდარობა და საქართველოს მოქალაქე აკეთებს იმას, რომ უკრაინელ ხალხს გააგონოს მისი სოლიდარობის ხმა, რასაც უნდა აკეთებდეს წესით და რიგით ამ სახელმწიფოს ხელისუფლება.

სამწუხაროდ, ეს რეალობა უკრაინელებისთვის და ქართველებისთვის არის არასახარბიელო. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინის მიმართ, თავად მოდით, საქართველოს მოქალაქემ განსაჯოს რამდენად ადეკვატურია დუმილი, რამდენად ადეკვატურია განცხადების არ გაკეთება საქართველოს ხელისუფალს მხრიდან. მე ასეთ ადამიანს, ვისაც იოტისოდენა ხარისხით მაინც შერჩენია ობიექტურად ვითარების შეფასების უნარი, არ ვიცნობ. სხვა საკითხია როდესაც შენ სხვადასხვა სუბიექტური მოსაზრებების გამო გიწევს შავზე თეთრის თქმა. ასეთი ადამიანები ვაღიარებ, არსებობენ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მადლობელია იმ ქვეყნების, ვინც უკრაინას მხარში უდგას, თუმცა მან ქვეყნები არ ჩამოთვალა რადგან, მისი თქმით, არ უნდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g