24 საათის განმავლობაში დონბასში 2 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაშავდა. ინფორმაციას გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 84 დარღვევა, მათგან 64 მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებას ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, შემდეგ კი, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ.
იხილეთ ასევე: