LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ „ბრანჯელინას“ სასიყვარულო ბუდე, სადაც პლანეტის ყველაზე ლამაზი წყვილი საოცრად ბედნიერი იყო

437
page

პლანეტის ყველაზე ლამაზმა წყვილმა, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა მარადიული ფიცი 2014 წელს, საფრანგეთში მდებარე სასახლეში, „შატო მირაველში“ დადეს და არაერთხელ აღუნიშნავთ ის ფაქტი, რომ სწორედ იქ იყვნენ ყველაზე ბედნიერები.

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, საბოლოოდ „ბრანჯელინა“ ერთმანეთს გადაემტერა, ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება, ცოტა ხნის წინ კი მათ სკანდალურ საქმეს კიდევ ერთი რამ დაემატა. ანჯელინამ საფრანგეთში მდებარე ღვინის საწარმოს წილი რუს ოლიგარქს, იური შიფლერს მიჰყიდა და ამის შესახებ ბრედს არც დაეკითხა. ბუნებრივია, ბრედი ამ ყველაფერს ასე არ დატოვებს, მან უკვე შეიტანა სარჩელი ყოფილი ცოლის წინააღმდეგ.

ფოტო: „ბრანჯელინას“ ახალი სკანდალი – ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის და რუს ოლიგარქს უჩივის 

„სასიყვარულო ბუდე“  წყვილმა 2008 წელს, 28,3 მილიონ დოლარად შეიძინა. არაერთი შენობა-ნაგებობა 405 ჰექტარზეა აშენებული. საცხოვრებელ-სამეურნეო კომპლექსში ღვინის საწარმო და ხმის ჩამწერი სტუდია მდებარეობს. უზარმაზარი ტერიტორია ტყესა და ტბას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ „შატო მირაველი“ მე-17 საუკუნეშია აშენებული. სწორედ რომანულ სტილში აგებულ სამლოცველოში დაიწერა წყვილმა ჯვარი.

„რატომ გამოჰყავს ბავშვები გამუდმებით სახალხოდ?!“ – ბრედ პიტის აზრით, ანჯელინა ჯოლი ბავშვებს იყენებს 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები