როგორც ცნობილია, ჰიპ-ჰოპ არტისტმა კანიე უესტუმა ალბომი Donda და Donda 2 გაავრცელა. ახლა კი ირკვევა, რომ რეპერის ალბომის კრეატიულ მიმართულებაზე დემნა გვასალიამ იმუშავა, დიზაინერმა და ჰიპ-ჰოპ არტისტმა ჰუდები, მაისურები და ნიღბები შექმნეს. ჰუდის ღირებულება 200 დოლარია, მაისურის 100, ნიღბის კი 60.
კანიე უესტის ახალი ალბომის მოსმენა მხოლოდ $200-იანი მოწყობილობითაა შესაძლებელი
შეგახსენებთ, ინტერვიუში, სადაც რეპერს მოდასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, კანიემ ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია ახსენა და განაცხადა, რომ მას და დემნა გვასალიას მსგავსი სულისკვეთება აქვთ.


