LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტის ახალი ალბომის მოსმენა მხოლოდ $200-იანი მოწყობილობითაა შესაძლებელი

97
page

ჰიპ-ჰოპ არტისტმა, კანიე უესტმა გულშემატკივრებს  მოულოდნელი სიახლე შესთავაზა. მისი განცხადებით, გულშემატკივრებს ახალი ალბომის, Donda 2ის მოსმენა მხოლოდ $200-ის ღირებულების მოწყობილობით, Stem Player-ით შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მისმა ფანებმა მკაცრად გააკრიტიკეს, ბევრი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან 200 დოლარიანი Stem Player-ის ყიდვა ძვირი სიამოვნებაა და ისინი ამას ვერ შეძლებენ.

მოგვიანებით უესტმა პოსტი გაავრცელა და განაცხადა, რომ  საკუთარ ხელოვნების ფასს ის თავად განსაზღვრავს. ის ამბობს, რომ  ტექნოლოგიების გავლენით მუსიკა უფასო გახდა და ხელოვანი ფულს ვეღარ იღებს.

„მზად ვარ, ფეხზე მდგარი მოვკვდე, რადგან მუხლმოყრილი აღარ ვიცხოვრებ“, –  აცხადებს უესტი.

კანიე უესტი პუტინთან შესახვედრად ემზადება – ჰიპ-ჰოპ არტისტი მოსკოვში საკვირაო წირვის ჩატარებას აპირებს

„ღმერთო, გთხოვ ჩვენი ოჯახი კვლავ გააერთიანე“ – კანიე უესტი „ინსტაგრამზე“ გულის გამგმირავ პოსტს ავრცელებს

 

View this post on Instagram

 

A post shared by ye (@kanyewest)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები