ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტი, კანიე უესტი რუსეთში გამგზავრებასა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას აპირებს. გარდა ამისა უესტი რუსეთში პირველ კონცერტს გამართავს, ის მოსკოვში კონცერტსა და საკვირაო წირვას ჩაატარებს.
ინსაიდერების განცხადებით, კანიეს საკუთარი იმპერიის გაფართოება სურს და პუტინის დახმარების იმედი აქვს.