„საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება გაცილებით დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას.
ევროკავშირი რუსეთს, უკრაინაზე თავდასხმის გამო, ახალ სანქციებს უწესებს
„აღნიშნული გაციელებით უფრო მეტად დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით, ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვენის ინტერესებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ყველა სიახლეს გაეცნობით აქ.
ბორელი: ყველაზე მკაცრ და მძიმე სანქციებს მივიღებთ, რომელიც აქამდე მიღებულა