BBC-ის ინფორმაციით, რუსული ძალები კიევში იმყოფებიან. გამოცემა ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ უკრაინის არმია ცდილობს მოიგერიოს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დედაქალაქ კიევთან ახლოს, ობოლონის რაიონში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ქალაქის გარეუბანში მდებარე აეროდრომზე ბრძოლები მძვინვარებს და ეს შეიძლება გახდეს რუსული არმიის პლაცდარმი კიევში.
სოციალურ მედიაში გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მოძრაობენ ტანკები ქუჩებში, ჩრდილოეთ ობოლონის რაიონში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადგილობრივებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ფოტოქრონიკა – გამთენიისას, ლუგანსკის ოლქში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა ინფორმაცია და შესაბამისი ფაქტების ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს ლუგანსკის ქალაქ სტარობილსკის დაბომბილი ქუჩები.
„გააკეთეთ „მოლოტოვის კოქტეილები“, გაანეიტრალეთ ოკუპანტი! მშვიდობიანო მოქალაქეებო – ფრთხილად, არ გახვიდეთ სახლებიდან !“ – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ამავე თემაზე:
კლიჩკო: კიევის თავდაცვამ წარმატებით მოიგერია საჰაერო თავდასხმა და რამდენიმე რაკეტა შეაჩერა
დროა დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება: ლუკ კოფი
ევროკავშირი რუსეთს, უკრაინაზე თავდასხმის გამო, ახალ სანქციებს უწესებს
რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს
რუსეთის მოქალაქეებს, ვინც აქციებზე გამოდის – გხედავთ, იბრძოლეთ ჩვენთვის: ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის ქალაქ როვნოს აეროპორტთან სარაკეტო თავდასხმა მოხდა