LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ბორჯომის ტყეში, ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე ხეების დარგვას იწყებენ

162

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დღეიდან ბორჯომის ხეობაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოებს იწყებს.

უწყების ინფორმაციით, სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი 4000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება. ტყის აღდგენის სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ტყის აღდგენა 144 ჰექტარზე მოხდება და, დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება. დარგვის პროცესი მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g