LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეუძლიათ ახლა იძინონ პარტნიორებმა, რომლებსაც ჯერ არ გადაუციათ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავები? მაშინ, როცა დაბომბვის დროს ბავშვები სარდაფებში სხედან: კულება

86
1

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ.

ამის შესახებ დმიტრო კულება სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და სვამს კითხვას, თუ როგორ შეუძლიათ პარტნიორებს იძინონ ახლა, როდესაც მრავალ ქალაქში, დაბომბვის დროს, ბავშვები თავს სარდაფებს აფარებენ:

“ჩვენი თვითმფრინავები გმირულად იცავენ ცას, მაგრამ რუსეთს უპირატესობა აქვს.

როგორ შეუძლიათ ახლა იძინონ პარტნიორებმა, რომლებსაც ჯერ არ გადაუცია უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავები? მაშინ როცა მარიუპოლში, ხერსონში, ხარკოვში და სხვა ქალაქებში ბავშვები სხედან სარდაფებში დაბომბვის დროს? თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება ახლავე. გააკეთეთ ეს”, – აღნიშნულია კულებას “ტვიტში”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

magti 5g