როგორც ცნობილია, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად შექმნილ ფონდს, რომელიც ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა შექმნეს, ჯენიფერ ენისტონიც შეუერთდა.
ქალთა საერთაშორისო დღეს მსახიობმა „ინსტაგრამზე“ უკრაინელი ქალი ჯარისკაცების ფოტოები გაავრცელა და ამ ჟესტით მიულოცა ქალბატონებს ეს დღე. ის აღფრთოვანებული მათი გამბედაობითა და პატრიოტიზმით.
„ვფიქრობ ქალებსა და გოგონებზე, რომლებიც დღეს გმირულად იბრძვიან ქვეყნისა და თავისი ხალხისთვის, რთულია, მათი დახმარებისთვის რაიმეს გაკეთება, თუმცა მე მაინც ვაერთიანებ რესურსებს, რათა მათ რამენაირად დავეხმაროთ “, – წერს 53 წლის მსახიობი და საქველმოქმედო ორგანიზაციების ლინკებს ავრცელებს.