LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2008 წლის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველას, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, სამარცხვინოა, რაც მათ იკადრეს! – კალაძე ენმ-ზე

117
კახა-კალაძე-1

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2008 წლის რეზოლუცია, “თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი”.

ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა

კალაძემ ამის შესახებ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, თუ როგორ შეაფასებდა ფაქტს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ნათქვამი იყო, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო:

“სამარცხვინოა, რაც მათ იკადრეს. დღეს გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. თქვენ იცით, რა წერია ამ რეზოლუციაში. ჩვენი სამხედროები დაადანაშაულეს, თითქოს ცხინვალი ჩვენი მხრიდან დაიბომბა. სამარცხვინოა! დღეს ეს ადამიანები გამოდიან და პატრიოტიზმზე გვესაუბრებიან”, – თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.

მისი თქმით, აღნიშნული პირები არიან : გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

„ნაცურმა“ სპეცოპერაციამ „იქნებ მივიწეროთ“, სტარტი აიღო“ – მამუკა მდინარაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ჩემი სახით, ამხელა გამარჯვების ავტორი, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს? – სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

იუსტიციის სამინისტრო: საქართველოს მორიგი გამარჯვება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე – წამება, არაადამიანური მოპყრობა და მძევლად აყვანა შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g