LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომისიის წევრის ცემა, დაკარგული და უკვე შემოხაზული ბიულეტინები – ზაალ უდუმაშვილი დარღვევებზე საუბრობს

90

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, წალკაში გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრს ფიზიკურად შეეხნენ, მისი თქმით ასევე ფიქსირდება სხვა სახის დარღვევებიც, როგორიცაა ე.წ. კარუსელის მცდელობა, დაკარგული ბიულეტინები და ა.შ.

“თბილსის 87-ე უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტინი კონვეტრთან ერთად გარეთ გაიტანა, ეს შენიშნეს კომისიის წევრებმა, ამის შემდეგ მოქალაქე გაიქცა უბნიდან.

112-ე საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთს გაატანეს 5 ბიულეტინი, ხოლო უკან დაბრუნდა 4, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” ამ უბანზე კარუსელის დატრიალებას გეგმავს.

ქუთაისში გვაქვს ძალიან საინტერესო ფაქტი, 103-ე უბანზე რეგისტრატორთან მივიდა ამომრჩეველი, რომელსაც უკვე შემოხაზული ბიულეტინი ჰქონდა თან წამოღებული, ამის ვიდეომასალა გაგვაჩნია ჩვენ, რაც ადასტურებს ჩვენს ეჭვებს, რომ “ქართულ ოცნებაში” წინასწარ აქვთ გამზადებული ბიულეტენები შემოხაზული ციფრებით და შემდეგ ატანენ ამომრჩევლებს.

დიდუბის 28-ე უბანზე დაიკარგა 50 ბიულეტინი. ამ ფაქტზე საჩივრის დაწერის გამო ჩვენი წარმომადგენელი კომისიის თავმჯდომარემ გარეთ გამოაგდო, ამ უბანზე მაღალი რისკის კარუსელია. საარჩევნო უბნებიდან ჩვენი კომისიის წევრების გაძევებას ცდილობენ. იმ კომიიის თავმჯდომარეებს ვაფრთხილებთ, რომ ვინც ასეთ ფაქტებში იქნებიან შემჩნეული მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

წალკაში გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრს ხელი გაარტყეს, ფიზიკურად შეეხნენ და ეს გააკეთა ქართული ოცნების წარმომადგენელმა,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g