LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი უგრიმოდ – „შევიძინეთ უფლება ვოლოდიმირ ზელენსკის ბიოგრაფიის ქართულად თარგმნასა და გამოცემაზე“

356
ipiccy_image

„ზელენსკი უგრიმოდ“ – მალე ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნი გამოიცემა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის შესახებ გვიამბობს. ინფორმაციას გამომცემლობა „სეისტა“ ავრცელებს.

„ჩვენს მკითხველებს გვინდა სიხარულით ვაცნობოთ, რომ შევიძინეთ უფლება ვოლოდიმირ ზელენსკის ბიოგრაფიის ქართულად თარგმნასა და გამოცემაზე“, – აცხადებენ „სიესტაში“.

მათივე ინფორმაციით, ცნობილი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის, სერგი რუდენკოს წიგნი „ზელენსკი უგრიმოდ“ უკრაინის პრეზიდენტის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პოლიტიკური ბიოგრაფიაა. წიგნის ავტორი უაღრესად საინტერესოდ, გულახდილად გვიყვება ხელისუფლების სათავეში პოლიტიკისგან თითქოს შორს მდგომი ადამიანის მოსვლის ამბავს, მოგვითხრობს არა მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის 2019 წლის ტრიუმფზე, არამედ მის არაერთ მარცხზეც. ეს არის ამბავი ადამიანისა, რომელიც ყოველგვარი სათანადო გამოცდილებისა და შესაბამისი ცოდნის გარეშე, უკრაინელებს ქვეყნის შეცვლას დაჰპირდა; კაცი, რომელსაც 13,5 მილიონი ამომრჩეველი ენდო და რომელსაც შეგნებული აქვს, რომ ნდობის მოპოვებასთან ერთად, იზრდება პასუხისმგებლობაც.

ესაა წიგნი ადამიანზე, რომელმაც რუსი დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის გამოწვევა მიიღო და ამ რთულ დროს უკრაინის სახელმწიფოს მეთაური გახდა.

„ალბათ, სიმბოლურია, რომ ხელშეკრულება წიგნის გამოცემის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ერთი თვის თავზე, 24 მარტს გავაფორმეთ. ომის პირველივე დღიდან „სიესტა“ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს და არ კარგავს იმედს, რომ ეს ომი სულ მალე მისივე გამარჯვებით დასრულდება“, – აცხადებენ გამომცემლობა „სიესტაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g