უილ სმისტის „საკულტო სილის გარტყმაზე“ საუბარი არ წყდება. ინტერნეტსივრცეში სმიტისა და კრის როკის, „ოსკარების“ ცერემონიალზე მომხდარი დაპირისპირება, კვირის ყველაზე მნიშვნელოვან და გარჩევად საკითხად იქცა.
ამჯერად 53 წლის მსახიობს ნოემბერში გადაღებული ვიდეო გაუვრცელეს, სადაც ის პატარა ბიჭს ხუმრობით „სილას არტყამს“.
„მე ვემზადები, შენ კი უბრალოდ თავს ატრიალებ“, – ასე ასწავლის ოსკაროსანი მსახიობი პატარა ბიჭუნას „ფეიკ“ სილის გაწნას.
ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიცვა და მიუხედავად სმიტის ბოდიშისა და საზოგადოების მწვავე შეფასებებისა, ბევრი ფიქრობს, რომ ეს მართლაც დადგმა იყო და უილს კრისისთვის რეალურად სახეში ხელი არ გაურტყამს.
https://www.youtube.com/watch?v=ZKVhJHv_rsY
https://www.youtube.com/watch?v=bpjKWa59id8