უკრაინაში რუსეთის შეჭრის 39-ე დღეს რუსული სისასტიკის ნიშნული ახალ საფეხურზე ავიდა. ქალაქ ბუჩადან გავრცელებულმა კადრებმა საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა. ბუჩაში შესულმა ჟურნალისტებმა ქუჩებში არაერთ ადამიანის გვამი აღმოაჩინეს, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ.
მოლდოვა, უკრაინაში დაღუპული ადამიანების გამო, გლოვის დღეს აცხადებს.
ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას
რუსეთი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მისმა ჯარებმა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს, სისასტიკესა და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობას ეხმიანება უკრაინელი ბიზნესმენი, მწერალი და ბლოგერი გარიკ კოროგოდსკი.
ის სოციალურ ქსელში ბუჩასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ახლა ბუჩაში ჰუმანიტარული დახმარება არავის სჭირდება, რადგან “ბავშვები არ არიან”.
“მამამ წამიყვანა ბაბი იარში
თხრილზე საუბრობდა, იმაზე თუ როგორ დაუუთოვა დედამ 6 წლის ქალიშვილს კაბა, რათა ლამაზად ყოფილიყო.
საიდან უნდა სცოდნოდა, რომ იცრუა.
მე არც მომისმენია, მერჩივნა ბავშვებთან ფეხბურთი მეთამაშა. 6 წლის ვიყავი.
ბავშვობიდან მახსოვს მატარებლის გაჩერებები ლამაზი სახელებით – ირპენი, ბუჩა..
ახლა კი ბუჩიდან გვთხოვეს, ბავშვთა კვების პროდუქტები არ გამოგვეგზავნა.
ბავშვები არ არიან, თითქმის ყველა დახოცეს.
ჯერ არ არის ნათელი, როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვეულებრივი, როგორ ვიმუშაოთ”, – წერს გარიკ კოროგოდსკი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი უკრაინაში მოხალისეობით არის დაკავებული.
უკრაინა ამბობს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს – Reuters
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.