ჟურნალისტებთან ინტერვიუში ორლანდო ბლუმი ხშირად აღნიშნავს, რომ ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები იმუშაოს და მეტი დრო დაუთმოს შვილს. აღსანიშნავია, რომ მირანდა კერისთან დაშორების და კეტი პერისთან რომანის გაბმის მიუხედავად, მცირეწლოვან ფლინთან, ბლუმი მაინც ინტენსიურად ურთიერთობს და მართალია, მაქსიმალურად ცდილობს მოარიდოს ცნობისმოყვარე პუბლიკას, მაგრამ რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა მაინც მიაგნეს მალიბუს ატრაქციონების პარკში, სადაც ფლინი სიამოვნებით ატარებდა დროს მამისა და მისი ძაღლის კომოპანიაში, რომელიც მსახიობს ყველგან თან დაჰყავს.